რეკლამის გაზომვა — Meta Pixel, Google Analytics და TikTok Pixel
გახსენი მარკეტინგი → „წყაროები და რეკლამა“. ჩასვი თითოეული სარეკლამო პლატფორმის ID და დააჭირე „შენახვა“. Meta Pixel ID — მხოლოდ ციფრები, Meta Events Manager-იდან. Google Analytics ID — იწყება G-ით. TikTok Pixel ID — 20 ასო და ციფრი, TikTok Ads Manager → Tools → Events → შენი პიქსელი. „დამატებით პარამეტრებში“ შეგიძლია დაამატო სერვერული გასაღებები: Meta-ს სერვერული გასაღები, Google-ის სერვერული გასაღები და TikTok-ის სერვერული გასაღები (TikTok Events Manager → შენი პიქსელი → Settings → Generate Access Token). სერვერული გასაღებით გაყიდვა პლატფორმას Sellit-ის სერვერიდანაც მიდის, ამიტომ რეკლამის ბლოკერი ან ბანკიდან დაბრუნებისას დახურული გვერდი მას ვეღარ დამალავს. ბრაუზერი და სერვერი ერთსა და იმავე შეკვეთის ნომერს აგზავნიან, ამიტომ გაყიდვა ერთხელ ითვლება. სატესტო კოდი (Meta-სა და TikTok-ისთვის) მოვლენებს პლატფორმის Test Events ეკრანზე აჩენს. თეგები იტვირთება მხოლოდ იმ ვიზიტორებისთვის, ვინც მარკეტინგულ ქუქიებს დაეთანხმა, და არასდროს — შენი საკუთარი ვიზიტებისას დაფიდან. TikTok ლარს (GEL) არ იღებს: ლარიანი მაღაზია TikTok-ს ყოველ შეძენას თანხის გარეშე უგზავნის, ამიტომ TikTok აჩვენებს შეძენების რაოდენობას და ერთი შეძენის ფასს, მაგრამ არა ROAS-ს. USD-ში, EUR-ში ან GBP-ში მოვაჭრე მაღაზია თანხასაც აგზავნის. Sellit-ის ანალიტიკაში TikTok-იდან მოსული გაყიდვები ლარში მაინც ჩანს (არხი TikTok). AI ამ ნაბიჯებს აგიხსნის, მაგრამ გასაღებს შენ მაგივრად არ ჩასვამს: გასაღები AI ჩატში არასდროს გადის.
მაინც გჭირდება დახმარება?
ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე და ცოცხალი ადამიანი დაგეხმარება.
contact@sellit.geმზად ხარ გახსნა მაღაზია?
უფასო თვის დაწყება